ბაბუაწვერების შვილები. თქმულება ცხოვრებაზე. იმ ღირებულებებზე, რომლებიც ავსებენ მას. და, რა თქმა უნდა, ქარზე.

Tekst
Loe katkendit
Märgi loetuks
Kuidas lugeda raamatut pärast ostmist
ბაბუაწვერების შვილები. თქმულება ცხოვრებაზე. იმ ღირებულებებზე, რომლებიც ავსებენ მას. და, რა თქმა უნდა, ქარზე.
Šrift:Väiksem АаSuurem Aa

ბაბუაწვერების შვილები

თქმულება ცხოვრებაზე. იმ ღირებულებებზე, რომლებიც ავსებენ მას. და, რა თქმა უნდა, ქარზე.

დიკა კარა

перевод книги «Детям одуванчиков» (автор Дика Кара) с русского на грузинский язык



Переводчик

 ირაკლი პატარაია



© დიკა კარა, 2021



© ირაკლი პატარაია, перевод, 2021



ISBN 978-5-0055-8565-3



Создано в интеллектуальной издательской системе Ridero



მოსაღამოვდა.



დღის სიცხე შეუმჩნევლად შეცვალა საღამოს სიგრილემ. ყველა ცოცხალმა არსებამ, როგორც იქნა ამოისუნთქა.



მცენარეები და ცხოველები ემზადებოდნენ დასაძინებლად. ყოვლისმომცველი მწერები გამოვიდნენ სასეირნოდ.



ძილის წინ, მოხუცმა ბაბუაწვერამ გადაწყვიტა შვილიშვილებთან ესაუბრა.



– ძველი ბაბუაწვერები ამბობდნენ, რომ ცხოვრებაში ერთ-ერთი უმთავრესი ღირებულება, არის საკუთარი არჩევანის გაკეთების უფლება და იღბლის ქარის მიმართულება. მე კი, გეუბნებით, რომ ეს ყველაფერი არის პირობითი. მთავარი ღირებულება არის მშობლიური ფოთოლი, რომელიც იქვე, გვერდით იზრდება!



პატარა ბაბუაწვერებმა გაოცებით გადახედეს ერთმანეთს.



– ბაბუ, მაგრამ რატომ არის მშობლიური ფოთოლი – ფასეულობა? – იკითხა ბავშვმა.



– არა უშავს. მოვა დრო – და თავად მიხვდებით ყველაფერს! – გაღიზიანებულად ჩაილაპარაკა ბაბუამ. «ჰოო, ადრეა ჯერ, პატარები ხართ», – გაიფიქრა ბაბუაწვერამ, ხმამაღლა კი თქვა:



– დაწექით, დაიძინეთ! გვიანია უკვე.



ბაბუას სიტყვები არ აძლევდა მოსვენებას პატარას და ვერაფრით შეძლო დაძინება:



– ბაბუა, მოგვიყევი, მოგვიყევი რაა, რაზე საუბრობდი. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? რა მოხდებ�

Olete lõpetanud tasuta lõigu lugemise. Kas soovite edasi lugeda?